26 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
გარდაიცვალა 1, დაშავდა სამი ადამიანი - ავტოავარაია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ექიმის ლალი ცირეკიძის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი შემოიყვანეს. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება," - აღნიშნა ექიმმა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

დღის ამბები