22 თებერვალი 2020,   08:29
ვრცლად
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ელოდებიან

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ელოდებიან. რობაქიძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი საქმეს ობიექტურად მიუდგება და საბოლოოდ, წაყენებული ბრალდება მოეხსნება.

პარალელურად, ვახტანგ რობაქიძის სამედიცინო გამოკვლევის საბოლოო შედეგები სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მუცლის ღრუს პირველადი კვლევა მას კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა. დამატებითი შემოწმება დაგეგმილია დღესაც.

"დღეს დილით ადრე უნდა მივიდე, ჩასაბარებელი მაქვს რამდენიმე ანალიზი. უნდა მივიტანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ეს სამედიცინო დასკვნა დაზიანებებთან დაკავშირებით, რაც მომაყენეს ბორჯომის განყოფილებაში და აგრეთვე, ბადრაგირებისას. ამის შემდეგ უკვე ველოდები სახელმწიფო ინსპექტორის რეაგირებას ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ. 

დღის ამბები