26 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
ყვარლის ბაგა-ბაღებს უკვე რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს უკვე რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 24 დეკემბერს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც ტენდერიდან მოიხსნა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე შერჩეულია ახალი კომპანია და ხორცის მიწოდება ბაღებში მომავალი კვირიდან განახლდება.

მე-3 საბავშვო ბაგა-ბაღის კოორდინატორის თქმით, მშობლები ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ და მათი მხრიდან პრეტენზია არ ყოფილა:

"არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ იმიტომ, რომ უკვე იცოდნენ ამ კვირაში ხორცი არ შემოვიდოდა. ორშაბათიდან ყველაფერი განახლდება ჩვეულებრივად," - აცხადებს მე-3 საბავშვო ბაგა-ბაღის კოორდინატორი  ნონა დავითაშვილი.

ყვარლის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაზა ზაღუტაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გამარჯვებული კომპანია ტენდერიდან მოიხსნა:

"ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, უფრო სწორად დოკუმანტაცია არ აგვიტვირთა. კომისიამ ვიმსჯელეთ, მივეცით მას დისკვალიფიკაცია. გამოჩნდა მეორე პრეტენდენტი ამავე ტენდერში. ამჟამად არის დოკუმენტაციის მომზადების დონეზე საკითხი," - განაცხადა ზაღუტაშვილმა.

დღის ამბები