26 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ესპანურმა კლუბმა "ბასკონიამ" ევროლიგის 21-ე ტურში მოსკოვის "ხიმკი" დაამარცხა

ევროლიგის 21-ე ტურში მერვე გამარჯვება მოიპოვა "ბასკონიამ". ესპანურმა კლუბმა ამჯერად საკუთარ მოედანზე მოსკოვის "ხიმკის" უმასპინძლა და მეტოქე 83-79 დაამარცხა.

ტრადიციულად "ბასკონიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე შენგელია, ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთი ითამაშა. ამ დროის მანძილზე მან საკუთარ გუნდს 8 ქულა შესძინა, ოთხი მოხსნა განახორციელა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ევროლიგის მომდევნო ტურში "ბასკონია" პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

დღის ამბები