26 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ინდოელ ტურისტებს ერთ-ერთ კლუბში 40 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს - "შავი ვარდის" დაცვა მათ ფიზიკურად გაუსწორდა

ინციდენტი კლუბში "შავი ვარდი" - "კურიერის" ინფორმაციით, ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი თანხა გახდა. როგორც ცნობილია, ტურისტები თავდაპირველად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც კლუბის ბარათები დაურიგდათ, სადაც ეწერა, რომ ღირებულება მხოლოდ 20 დოლარს შეადგენდა.

საბოლოოდ, კი კლუბის თანამშრომლებმა 25 ინდოელ ტურისტს,  40 ათასი ლარი მოსთხოვეს.ტურიტებმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა.  ჩხუბში მონაწილე პირებმა დაზიანებებიც მიიღეს, ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ტურისტებმა საბოლოოდ 20 ათასი ლარი გადაიხდეს, თუმცა მენეჯერი თანხის სრულად გადახდას ითხოვდა. 

"თავიდან მიზერული თანხმა მოსთხოვეს, შესვლის ღირებულება 20 დოლარი, სადაც შედიოდა სასმელიც. შემდეგ მოსთხოვეს დიდი თანხა, რომლის გადახდაზე ტურისტებმა უარი განაცხადეს, ჩხუბის შემდეგ მოუწიათ გადახდა,"- ამბობს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ელენე გოდერძიშვილი.

"ჩვენი კომპანიისთვის ეს პირველი ფაქტია, თუმცა ქვეყანაში მსგავსი ფაქტები ხშირდ ხდება. რაც არ აისახება კარგად ჩენი ქვეყნის იმიჯზე და ჯგუფები, რომლებიც აქ ჩამოდიან, გაიტანენ ამ ინფორმაციას ქვეყნის გარეთ და შეიძლება ძალიან სამწუხარო შედეგამდე მივიდეთ,"- აცხადებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ნატა დოლიძე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოკითხვები ძველი თბილისის პოლიციაში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

დღის ამბები