26 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
კორონავირუსმა უკვე 10 ქვეყანაში შეაღწია - ჩინეთის მთავრობამ დაავადებასთან საბრძოლველად 43 მლნ გამოჰყო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. დაავადებამ უკვე 81 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის ქალაქ ვუხანში, საიდანაც ეპიდემია გავრცელდა და ყველაზე მეტი ინფიცირებულია, პეკინმა დამატებით სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა.

ჩინეთის მთავრობამ ვირუსთან საბრძოლველად და ახალი საავადმყოფოების ასაშენებლად 43 მილიონი დოლარი გამოყო.

ბოლო მონაცემებით, ახალმა ვირუსმა მსოფლიოს უკვე 10 ქვეყანაში შეაღწია.

ამავე თემაზე
დღის ამბები