26 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებები დაიწყო

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებები დაიწყო.

პროცესი "ლაივსტრიმით" გადაიცემა და მისთვის თვალყურის დევნება პირდაპირი ეთერის რეჟიმში ყველას შეუძლია.

საბჭომ გასაუბრებების დასრულების შემდეგ კანდიდატებს კენჭი ფარული წესით უნდა უყაროს და სამი კანდიდატი შეარჩიოს. ეს პროცესი დღეს საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

მესამე სექტორთან ერთად პროცესს დღეს უნდობლობა გამოუცხადა საპროკურორო საბჭოს პოლიტიკოსმა წევრმაც. ოთარ კახიძე თვლის, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს გენერალური პროკურორის თანამდებობა კვლავ შოთაძეს ჩააბაროს. 

მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდა, ქვეყანაში ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატურის საკითხი დადგა. 16 სავარაუდო კანდიდატიდან არჩეულად ის ჩაითვლება, ვინც უფრო მეტ ხმას მოაგროვებს - არანაკლებ საბჭოს ორი მესამედისა. გამარჯვებულ კანდიდატი ასარჩევად პარლამენტს გადაეგზავნება.

დღის ამბები