26 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 106 მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 106 მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 5000-ია.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთის რამდენიმე ქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ავიარეისები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარეთ ვირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევა საერთო ჯამში 16 ქვეყანაში ფიქსირდება.

კორონავირუსი ბოლოს გერმანიაში, ბავარიის რეგიონში გამოვლინდა.

დღის ამბები