02 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
სერგეი გავრილოვმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება სერიოზულ გზავნილად შეაფასა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით, სერგეი გავრილოვი ეხმაურება. რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის თქმით, თუ ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან თბილისში გაემგზავრონ.

გავრილოვი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სერიოზულ გზავნილად აფასებს და მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად მზად არის.

შეგახსენებთ, 28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

დღის ამბები