04 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
15 წლის მოზარდს მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 წლის მოზარდს აიძულებდნენ მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, შემდეგ კი თანხას სძალავდნენ.

ერთი ბავშვის და იყო, მეორე ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი, მესამე კი ე.წ. სუტინიორი, დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი. ამ დროისთვის, სამი პირია დაკავებული, თუმცა საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პასუხისმგებელ პირთა წრე გაიზარდოს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მეზობელი ამბობს, მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა, სადაც ხშირად არასრულწლოვნები მიდიოდნენ. 

"ბევრი ბავშვია მასთან სახლში. ერთი-ორჯერ ავედი, ძალიან ხმაური იყო. არასრულწლოვნები იყვნენ. მე ცოტა საეჭვოდ ის მომეჩვენა, რომ სხვადასხვა ბავშვი დავინახე. ღამ-ღამობით იყო ძალიან ხმაური და ვთხოვე, თუ შეიძლება გვიან არ იხმაუროთ-თქო და ბოდიში მოიხადეს," - ამბობს დაკავებულის მეზობელი.

გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

დღის ამბები