01 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
"ლევანს არაფერი დააკლდება, ივანიშვილიც გაქრება შარშანდელი თოვლივით, მაგრამ ზარქუა და სამი "ძველი ბიჭი" რას აპირებს?"- უგულავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენას გიგი უგულავა ეხმაურება. მისი თქმით, ამით ლევან ხაბეიშვილს არაფერი დააკლდება.

"მეგობრებო, მეთოდები მოგიძველდათ, ჩვენიანებს რომ არ ეწყინოთ, მოდით, ახლა ხაბეიშვილსაც წავუყენოთ ბრალიო. ლევანს ამით არაფერი არ დააკლდება, ივანიშვილიც გაქრება შარშანდელი თოვლივით, ეს ზარქუა და სამი "ძველი ბიჭი" რას აპირებს მერე? სადღეგრძელოების თქმა, როგორ უყვართ თბილისი, კაცობაზე ილაპარაკებენ თუ სამართალზე," - აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. 

საკრებულოში მომხდარი ფაქტის შემდეგ ლევან ხაბეიშვილიც უკვე ბრალდებულია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე თავდასხმა ედება ბრალად. 

დღის ამბები