04 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
მკვლელობა ხობში - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ხობში მომხდარი მკვლელობის საქმეში "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია. თვითმხილველები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, რატომ დაესხა თავს 25 წლის ახალგაზრდა კაცი მასპინძელს საკუთარ სახლში.

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რაც შეიძლება მკვლელობის მოტივი გამხდარიყო. 

ბრალდებული მოკლულთან სტუმრად ორი დღის წინ ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, მან მასპინძელს ცივი იარაღით დაზიანებები მუცლის არეში მოულოდნელად მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც მოკლულის მეზობელია და ახალგაზრდა კაცი მოგვიანებით ასევე თავს დაესხა და სკამით სცემა, კლინიკაში რჩება. 

"ჩატარებული კვლევებით, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიით, დადგინდა ქალთა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალაფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რომლის გამოც პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე,"-აცხადებს  ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმი, გიგა სულაბერიძე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები