03 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
ერთი ადამიანი ემსხვერპლა სროლას კალიფორნიაში - შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სამგზავრო ავტობუსში გახსნა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა სროლას კალიფორნიაში. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სამგზავრო ავტობუსში გახსნა. ტრანსპორტში 40 მგზავრი იმყოფებოდა.

ავტობუსი ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.

თავდამსხმელმა ადგილიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. მომხდარის მოტივი უცნობია.

საქმეს ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანო იძიებს.

დღის ამბები