04 მაისი 2024,   07:40
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 425-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია ინფიცირებულთა 20 ათასზე მეტი შემთხვევა.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო რესურსების დეფიციტია. ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.

ამჯერად ქვეყანა ტაივანის 500-მა მოქალაქემ დატოვა.

ჩინეთის გარეთ მომაკვდინებელი კორონავირუსის 150-ზე მეტი შემთხვევა 26 ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები