04 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
სროლა ტეხასის შტატში - უცნობმა პირმა ცეცხლი უნივერსიტეტის კამპუსში გახსნა

ტეხასის​ შტატში, უცნობმა პირმა უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლი გახსნა. სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავდა 2 წლის ბავშვი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციას ინციდენტის შესახებ, ერთ-ერთმა სტუდენტმა შეატყობინა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ კამპუსის ოთახში ორი ქალის ცხედარი და დაშავებული მცირეწლოვანი იპოვა. სამართალდამცველები ჯერჯერობით მომხდარის მოტივსა და სავარაუდო თავდამსხმელზე არ საუბრობენ.

დღის ამბები