04 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
აშშ-ში, აიოვაში დემოკრატებმა წინასწარი არჩევნების შედეგი ვერ დაითვალეს

აშშ-ში დემოკრატებმა აიოვაში წინასწარი არჩევნების შედეგი ვერ დაითვალეს. მიზეზად ტექნიკური პრობლემები სახელდება.

კერძოდ, მობილურ აპლიკაციას, რომელიც ხმებს ითვლის, პრობლემები შეექმნა. ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტს ჰაკერულ შეტევასა და რაიმე სახის ჩარევასთან კავშირი არ აქვს.

აიოვაში არჩევნებს, დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად ატარებენ. წინასწარ მონაცემებით, არჩევნებში 11 მონაწილეა. მათ შორის ჯო ბაიდენი, ბერნი სანდერსი, ელიზაბეთ უორენი და სხვები.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები