04 მაისი 2024,   15:44
ვრცლად
გაბრაზებული ადამიანების ხმა მაინც მოაღწევს ხელისუფლებამდე - გიგი უგულავა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობის სხვადასხვა მხარეს მდებარე შესასვლელებთან არიან მობილიზებულები. 9 აპრილის ქუჩის მხრიდანაც. მათ ე.წ. სირცხვილის დერეფანი აქვთ მოწყობილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა უმრავლესობის დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ და სხდომას ესწრებოდნენ, რომელიც მედიისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, გაბრაზებული სამოქალაქო საზოგადოების ხმა აუცილებლად მიაღწევს მმართველ გუნდამდე.

"ჩვენ გვყავს მატყუარა და ამავე დროს მოძალადე ხელისუფლება. შესაბამისად ფეხდაფეხ ვივლით. კი ბატონო დისკომფორტი შეექმნათ, ადგნენ ადრე, შეძვრნენ პარლამენტის შენობაში ადრე, დაიმალონ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ ადამიანებს თავი არ აქვთ გამოსაყოფი. ყოველთვის უნდა იცოდნენ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა და გაბრაზებული ადამიანების ხმა მაინც მოაღწევს მათ ყურამდე," - განაცხადა გიგი უგულავამ.

აქციაზე მობილიზებულია საპარტულო პოლიციაც. საპროტესტო აქციის მიუხედავად გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა არ შეზღუდულა.

დღის ამბები