04 მაისი 2024,   12:37
ვრცლად
"ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა"- რას პასუხობს უმრავლესობა პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს

პარლამენტში უმრავლესობის სხდომამ პროტესტი ფონზე ჩაიარა, მმართველი გუნდის შეკრების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობი იყო. დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან, პარლამენტში შეკრება დილიდანვე დაიწყეს. მათი განცხადებით, განიხილება საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხები. უმრავლესობამ დღეს განცხადება ოპოზიციის მოთხოვნაზეც გააკეთა. ისინი ამბობენ, რომ პოზიცია არ იცვლება და მათი შეთავაზება არის 100/50-ზე.

უმრავლესობის შეკრების დასრულების შემდეგ, 2 საათისთვის პარლამენტში სხდომა უნდა დაიწყოს.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს "ნაციონალურ მოძრაობის" წინაშე პასუხი გასაცემი არ აქვს:

"ნაციონალური მოძრაობის წინაშე პასუხის გასაცემი და საპასუხისმგებლო არ გვაქვს არაფერი,  საზოგადოების სახელით ისინი ნუ ლაპარაკობენ, საზოგადოება თავის სიტყვას ამბობს დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით უზრუნველყოფილია საქართველოში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ ქვეყნის არჩევნებისთვის მზადებას ხელი არ შეუშალოს:

"ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონპროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ აქვს და "თავისუფალნი" არიან ამ გადაწყვეტილებაში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმეს. მე მოვუწოდებდი ყველას რომ სწორედ ასე მოიქცეს და არა დესტრუქციულად, არა ხელის შეშლით, არამედ პოზიტიურად, იმისთვის რომ არჩევნებისთვის მოემზადოს საზოგადოება,"- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები