04 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ვფიქრობ, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს, თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს, თუ რა რესურსი მოიაზრება ამ შემთხვევაში.

გარდა ამისა, კობახიძე აცხადებს, რომ შეთავაზებული 100/50-ზე მოდელი კვლავ ძალაშია.

"ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება 100/50 და ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. კონსულტაციები ზოგადად აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ველით, რომ ოპოზიციის პასუხი იქნება კონსტრუქციული, რაც მოგვცემს შეთანხმების მიღწევის საშუალებას. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს. მთავარია, ყველა მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა იყოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები