03 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
"დარღვევები მართლმსაჯულების და დემოკრატიის კუთხით იქნება მძიმე ხარვეზი ასოცირების პროცესში" - დეკანოიძე ევროკავშირის ანგარიშზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული იმ მძიმე დარღვევებზე, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის კუთხითაა. როგორც დეკანოიძე ამბობს სახელმწიფო ოლიგარქის მიერაა მიტაცებული და ქვეყნის მომავალს სწორედ ოლიგარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აზიანებს:

"მთელი ეს შეშფოთებები, ეს ძალიან მძიმე დარღვევები მართლმსაჯულების და დემოკრატიის კუთხით რასაკვირველია არ იმალება და ამაზე საუბრობენ ძალიან მძიმედ და შემაშფოთებლად სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ეს რა საკვირველია იქნება ძალიან მძიმე ხარვეზი სწორედ ასოცირების პროცესში, მიმდინარე ვალდებულებების კუთხით, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს და აზიანებს სწორედ ქვეყანას ის მძიმე გადაწყვეტილებები, რომელიც მიტაცებულ სახელმწიფოში არის მიღებული ოლიგარქის მიერ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში  ყველა ის მიმართულება მოხვდა, რომელიც თბილისისა და ბრიუსელის თანამშრომლობის დღის წესრიგს შეადგენს. ანგარიშის ავტორები დეტალურად აღწერენ 2019 წლის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას. "საქართველოში კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროში. ქვეყანამ უნდა გამოხატოს რეფორმების გატარების მზაობა და გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია," - ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომლის საკვლევი პერიოდიც 2019 წლის მარტიდან იწყება. ევროკავშირში ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან და იგი გადამწყვეტი იქნება დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად.

დღის ამბები