03 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
"შეთანხმების ფანჯარა იხურება" - 100/50-ზე ან მოქმედი შერეული სისტემა - თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია დათმობაზე არ წავა, მოლაპარაკებები დასრულდება

100/50-ზე ან მოქმედი შერეული სისტემა - აღნიშნული საარჩევნო მოდელი ხელისუფლების ის მაქსიმალური კომპრომისია, რომელსაც მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონიდან განაცხადა,  მოლაპარაკებები თვის ბოლოს შეწყდება.

"შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს უკვე იხურება, რადგან თუკი ამ დროისთვის არ მოხდა შეთანხმება,  პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თებერვლის ბოლომდე ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 - ეს ნამდვილად კომპრომისული ვარიანტია," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბურთი უკვე ოპოზიციის მოედანზეა. 

"კომპრომისის სასარგებლოდ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ პროპორციული მანდატების რაოდენობა გავზარდოთ 77-დან 100-მდე და ამავდროულად, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა შევამციროთ 79-დან 50-მდე. იმედი მაქვს, ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებულებაც იქნება კომპრომისული, რადგან შეთანხმება ორივე მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა. 

დღის ამბები