03 მაისი 2024,   17:50
ვრცლად
პარტიები, რომელთაც საქართველოში არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, საარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში - არჩილ თალაკვაძე

ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით პირველი შემაჯამებელი განცხადებები გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქვეყანას ამერიკის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და არ არსებობს საფრთხე, რომ პარტნიორობა გადაიხედოს.

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან წამოსულ კრიტიკას ოპოზიციას აბრალებს და აცხადებს, რომ პარტიები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩევლის ნდობა არ აქვს, საარჩევნო კამპანიის წარმოებას და თავისი პოლიტიკური ინტერესების რეალიზებას ვაშინგტონში ცდილობენ.

"ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩემი აქ ყოფნის დროს მე უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიები, რომელთაც საქართველოში არ აქვთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, ძირითად თავის საარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში, ისინი ცდილობენ, რომ აქ მოახდინონ თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების პროექტირება, მოძებნონ ლობისტები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები