04 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
724 გარდაცვლილი და 34 ათასზე მეტი ინფიცირებული -​ ​კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მატულობს

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 724 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 34 ათასს აღემატება.

ჰონგ-კონგი აცხადებს, რომ ყველა მგზავრი ჩინეთიდან 2 კვირიან კარანტინს გაივლის. ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან საბრძოლველად აპირებს ასი მილიონი გამოყოს. პარალელურად, შტატები ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობს.

”მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდა კვირას, ჩვენ ყველა მგზავრს ვამოწმებთ, რათა დავადგინოთ ხომ არ იყო რომელიმე მათგანი ჩინეთში. საუბარია დღეში ათასობით რეისზე, რომლებიც შტატების აეროპორტებში სრულდება. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, მათი ევაკუაცია გრძელდება და მათთვის 2-კვირიანი კარანტინია," - აცხადებს აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ავიაციისა და საერთაშორისო საკითხებში ჯოლ სზაბატი.

დღის ამბები