04 მაისი 2024,   04:40
ვრცლად
ავსტრალიაში ტროპიკული ციკლონი მძვინვარებს - ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევს

ავსტრალიაში ტროპიკული ციკლონი მძვინვარებს. ქარიშხალს მესამე კატეგორია მიენიჭა. ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევს.

სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ხეები ფესვიანად მოგლიჯა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პარალელურად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ისევ ხანძარია, გადაუღებელმა წვიმამ მხოლოდ ხანძრის კერების ნაწილი ჩააქრო.

დღის ამბები