04 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განიხილეს ჟენევის დისკუსიების ხელმძღვანელებმა - შეხვედრა მოსკოვში

რუსეთის საგარეო უწყებაში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა. სერგეი ლავროვის მოადგილე, ალექსეი რუსენკო დისკუსიებში ჩართულ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარი თემა საოკუპაციო საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად შექმნილი ვითარება იყო.

რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ გვერდზე ინფორმაციაც გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ცხინვალსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობების დესკალაციის საკითხზე იმსჯელეს.

დღის ამბები