03 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
მივა თუ არა დიალოგის მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია ახალი შეთავაზებით - შეხვედრის თარიღი ამ დრომდე უცნობია

მივა თუ არა დიალოგის მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია ახალი შეთავაზებით. ნინო ბურჯანაძის განცხადების შემდეგ, რომელმაც ახალი ვარიანტის შესახებ ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა, კომენტარებს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები აკეთებენ. ორივე მხარემ ახლა საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, რადგან უმრავლესობამ უკვე განაცხადა, რომ თებერვალში დიალოგი იხურება.

"გვაქვს გამზადებული რამდენიმე საინტერესო ვარიანტი და ამ წინადადებებით ჩვენ ვიქნებით მეხუთე რაუნდისთვის მომზადებული, ეს არის წინადადებების მთელი პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად უახლოვდება პროპორციულ სისტემას და ამავე დროს, ამ გაჭირვებულებს, "ქართულ ოცნებას" აძლევს საშუალებას, სახე შეინარჩუნონ.

თუ "ქართული ოცნება" მიზეზებს არ მოიფიქრებს, რომ ყველაფერზე თქვან უარი. ეს უპირველესად მათთვის იქნება დამაზიანებელი, რადგან ამ შემთხვევაშიც გვაქვს სხვა მიმართულებით კონსტიტუციური ქმედებები გათვალისწინებული,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე.

"მთავრობის ამოცანაა, შეინარჩუნოს დღევანდელი სისტემა და შუალედურ ვარიანტად წამოაყენა 100/50-ზე. ჩვენი, ოპოზიციის მიზანია გვქონდეს პროპორციული სისტემა და შუალედური ვარიანტი წარმოვადგინეთ - გერმანული მოდელი მრავალმანდატიანი ოლქებით. 

რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ეუთო/ოდირმა გამოაგზავნა დასკვნა, სადაც წერია, რომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არ საჭიროებს ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, წამოვლენ თუ არა ამ მოდელზე,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი. 

 

დღის ამბები