03 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
ადამიანს ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ აკავებდე, ესეთი რამ სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს - გიორგი ბოტკოველი

დღეს უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება,  ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდება.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ უგულავა დააკავონ. ის, სასამართლო სისტემის პოლიტიზებაზე საუბრობს. ყოფილი მერის უფლებადამცველმა რამდენიმე დღის წინ, მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილება მოითხოვა. დაკმაყოფილდება, თუ არა მოთხოვნა მოგვიანებით გაირკვევა. უგულავასთან ერთად ბრალი კიდევ 4 პირს აქვს წარდგენილი.

გიგი უგულავას უფლებადამცველი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებას ზეპირი მოსმენის გარეშე აანონსებს. მისი თქმით, საქმეში უამრავი დარღვევა იკვეთება.

"პირველი ფაქტორი არის ის, რომ საქმეს განიხილავს შალვა თადუმაძე, რომელიც ამავე საქმის სააპელაციო წესით განხილვისას იმყოფებოდა გენერალური პროკურორის პოსტზე. მეორე, ექვსთვიანი ვადები განხილვის ამ თემის დარღვეულია და 2020 წლის თებერვალში ამ საქმის ზეპირ მოსმენაზე დაცვის მხარეს არგუმენტების წარდგენის უფლება არ მოგვეცა. იმ ვითარებაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაჭერების გაგრძელებას აანონსებს უკვე საკასაციო სასამართლო არათუ წარმოებაში იღებს საქმეს, არამედ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღებასაც აანონსებს," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ადამიანის ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ დაკავება არც ერთ სამართლებლივ ნორმაში არ ზის.

"ადამიანს ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ აკავებდე, ესეთი რამ სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს. პირდაპირ ჩანს თადუმაძის იქ დანიშვნა ემსახურება იმას, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად დევნილები," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები