02 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
თბილისის მერიასთან "ანას ბაღის" გადასარჩენად აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან "ანას ბაღის" გადასარჩენად აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

ადგილობრივები თბილისის მერიასთან ყვითელი ბარათებით და პლაკატებით მოვიდნენ.

აქციის ორგანიზატორები მერიაში შევიდნენ, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი - "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობის საკითხები განიხილება. მერიის მხრიდან სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ადგილობრივები სასამართლოს მიმართავენ.

მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია -  შეწყდეს ვარკეთილში დაგეგმილი ახალი კორპუსის მშენებლობა და შენარჩუნდეს სკვერი, სადაც დღის მანძილზე ბავშვები ერთობიან.

დღის ამბები