03 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
ივანიშვილის დაქვემდებარებაში მანტიამოსხმული ჯამბაზები არიან - ბექა ბასილაია

გიგი უგულავა მატროსოვის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. ბექა ბასილაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

"გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებლივი შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

საკონსტიტუციო სასამართლომ, რაც მიიღო წარმოებაში საქმე გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციონალობასთან დაკავშირებით, უკვე გასულია თითქმის 4 წელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ  ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები ჰყავს დაქვემდებარებაში და ასევე მის დაქვემდებარებაში იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები