03 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
"არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს" - ნათია თურნავა გიგი უგულავას დაკავებაზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება.

ნათია თურნავა ამბობს, რომ გიგი უგულავას დაკავებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს და თანხების გაფლანგვა სწორედ, წინა ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანი იყო.   

"ეს არის საკმაოდ სერიოზული ბრალდება, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს და ზოგადად, შეგახსენებთ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების სტილი - სახელმწიფო თანხების გაფლანგვა,“ - აცხადებს ნათია თურნავა.  

 ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები