03 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ჩვენ მაინც უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ქმნის კრიზისს - ეკა ბესელია

ოპოზიციური სპექტრი კონსულტაციებისთვის "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დაპატიმრებას ოპოზიციაში წესების დარღვევად აფასებენ. ეკა ბესელიას თქმით, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელება აღარ აძლევდა ხელს და ამ გზით დაასრულა:

"ბოლო რაუნდის ბოლო შეხვედრის წინ ასეთი გადაწყვეტილება არღვევს ყველა წესს და აკრძალულ ხერხზე მიმართვას ჰგავს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გათვლილი იყო და ეს არ არის ასე გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ჩათვალა "ქართულმა ოცნებამ", რომ ამ დიალოგის დასრულებამდე ეს გზა იქნებოდა მისთვის უკეთესი. ყველაზე მცდარი მგონია, რომ ყველა გზა გადაიჭრას და პროცესი წავიდეს ქაოტურად, ამიტომ ჩვენ მაინც უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, მაქსიმალური წინდახედულება, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ქმნის კრიზისს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები