06 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
USAID ფინანსებისა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს მასპინძლობს

აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფორუმი გაიმართა.

მთავარი თემა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობა იყო. მას USAID Georgia-ს დირექტორი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდნენ. USAID-მა შეხვედრაზე, მიმდინარე პროგრამები და მექანიზმები წარმოადგინა.

"ყველა ის გამოწვევა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით, არის ის ამოცანა, რომლის გადაჭრაზეც სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში მუშაობს. მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ინსტრუმენტი მოქმედებს, ეს ყველაფერი კი მომართულია, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენ," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

რაც შეეხება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის განცხადებას, მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველო უფრო ძლიერი გახდეს, კერძო და საჯარო სექტორები უნდა გაძლიერდეს.

"ჩვენთვის პრიორიტეტი კერძო სექტორის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ საქართველო უფრო ძლიერი გახდეს, კერძო და საჯარო სექტორები უნდა გაძლიერდეს. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად არის," - აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა. 

დღის ამბები