02 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩინეთში 242 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ახალი კორონავრუსით უკვე 1369 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 60 000-ზე მეტი ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩინეთში ვირუსით 242 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზეც. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ლაინერზე 219 ადამიანს აღმოაჩნდა. დაავადების საფრთხის გამო საკრუიზო ხომალდი, რომლის მიღებაზე ხუთმა პორტმა უარი განაცხადა, საბოლოოდ კამბოჯამ მიიღო. ლაინერზე დაავადება არც ერთ მგზავრს არ აღმოაჩნდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა გერმანიასა და ბრიტანეთშიც. ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც ბრიტანეთში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ქვეყანაში ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ჰონგ-კონგის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესი 1 თვით შეწყვიტა.

დღის ამბები