26 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
დეკლარაციის საკითხი საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეცვლის, ოპოზიციას შევხვდებით არჩევნებზე - არჩილ თალაკვაძე

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნის საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დეკლარაციის საკითხი საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას ვერ შეცვლის:

"დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას. თავისთავად საყურადღებოა, ჩვენ მეგობართან და პარტნიორთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას შევხვდებით არჩევნებში. მოსალოდნელი იყო რომ არჩევნების წელი იქნებოდა დაძაბული. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ევროპის სახალხო პარტია 2012 წელსაც და მანამდეც ენმ-ის მოკავშირე იყო და 2012 წელსაც და შემდეგაც გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ." ეს, პოლიტიკური  პორცესია. ევროპარლამენტი  პოლიტიკური ორგანოა და პოლიტიკური განსხვავებები იქაც არის, ეს ნორმალურია. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, ჩვენ ვენდობით ჩვენ საზოგადოებას და მთავარ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ნულოვანი მხარდაჭერა აქვს, თავის საარჩევნო კამოპანიას აწარმოებს უცხოეთში.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები