17 თებერვალი 2020,   01:55
ვრცლად
საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გეგმიური შემოწმების დროს სოციალური დახმარება აღარ შეუწყდებათ

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გეგმიური შემოწმების დროს სოციალური დახმარება აღარ შეუწყდებათ.

ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და სამინისტროსთან შეთანხმებაც მიღწეულია. ბიუჯეტიდან სიახლისთვის წლის განმვალობაში 5 მილიონ 400 ათასი ლარი გამოიყოფა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ცვლილება აპრილიდან შევა ძალაში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ოჯახები, რომლებიც მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იღებენ, სარეიტინგო ქულების გადამოწმების დროს კი შემწეობა დროებით უჩერდებათ, მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე დგებიან და ეს მიდგომა შესაცვლელია გახდა.

საარსებო შემწეობას სულ 430 ათასი მოქალაქე იღებს.

"ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით, რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები