04 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე - ფოთის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გირაო 50 000 ლარის უძრავი ქონებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მოსამართლემ გირაო შეუფარდა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებსაც. მოსამართლის შეფასებით, ამ ეტაპზე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.

ფოთის ყოფილი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა.

გამოძიება მათ 529 000 ლარის გაფლანგვას ედავება.
 

დღის ამბები