26 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში, სინამდვილეში, არ გამართლებულა - ნენსი პელოსი

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში, სინამდვილეში, არ გამართლებულა - განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააკეთა.

როგორც დემოკრატმა პოლიტიკოსმა განმარტა, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია სასამართლო პროცესის, მოწმეების გამოძახებისა და საბუთების შესწავლის გარეშე.ტრამპის იმპიჩმენტი კი ამ პროცედურების გავლის გარეშე მოხდა.

"ტრამპს ეს იარლიყი სამუდამოდ ექნება. სენატორებს კი არ ეყოთ გამბედაობა, სხვაგვარად ემოქმედათ", - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

სენატმა დონალდ ტრამპი 5 თებერვალს იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები მას უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, რათა კიევს ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

დღის ამბები