26 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
გია ჟორჟოლიანი ოპოზიციას და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი ოპოზიციას და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

დეპუტატის განმარტებით, საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ახლა აუცილებელია განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას გარდაქმნის.

ჟორჟოლიანის შეფასებით, დიალოგის შეწყვეტა კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას მოიტანს.

"ნაციონალური მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" პარლამენტში ჰყავთ 27 დეპუტატი. 28 დეპუტატი არც უმრავლესობაშია და არც "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ევროპულ საქართველოში." თუ მოხერხდება "ოცნებისა" და იმ 28 დეპუტატის შეთანხმება, ეს იქნება 120 ხმა, რაც ჭარბობს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო რაოდენობას. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დეპუტატების დიდ ნაწილთან, რომელიც არც უმრავლესობაში არიან და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან." მათ ასეთი მსჯელობის დასაწყებად გარკვეული მზადყოფნა გამოთქვეს. თუ "ოცნებას" რეალურად სურს დემოკრატიულ ცვლილებები, მაშინ ის უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებების გაგრძელებას დეპუტატების ამ ნაწილთან,“ - განაცხადა  გია ჟორჟოლიანმა. 

დღის ამბები