04 მაისი 2024,   17:21
ვრცლად
თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩაუყარა საფუძველი. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მედიათეკას, ბიბლიოთეკას, კაფე-ბარებსა და სხვადასხვა გასართობ ობიექტებს მოიცავს, ყველა ასაკის 10 ათას მომხმარებელზე იქნება გათვლილი. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობას აქვს ინიციატივა და გეგმა, რომ ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები თბილისის ყველა რაიონში აშენდეს.

დღის ამბები