26 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
"თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი, სახლში რომ მივა" - დამოუკიდებელი დეპუტატები ვანო მერაბიშვილს განცხადებების გამო აკრიტიკებენ  

დამოუკიდებელი დეპუტატები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურებიან. მათთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მისი განცხადებები არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელიც მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ჰქონდა.

"პოლიტიკური განცხადებები მისი მხრიდან მოვისმინე, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ვანო მერაბიშვილს. მისი ის რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც ეტყობა პატიმრობამდე ჰქონდა და შესაბამისად, იმ რიტორიკით საუბრობს, რომელიც მან თავის დროზე, იმ გარემოში, სადაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ იმ რიტორიკით აგრძელებს ეტყობა საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

განცხადებები დაუწუნა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა,  ლევან გოგიჩაიშვილმა. 

"ჩვენ იმიტომ ვწვალობთ აქ, იმიტომ ვმსჯელობთ ამ სისტემებზე, რომ ახლა ვანო მერაბიშვილი რადგან ციხიდან გამოვიდა, უცებ ადგეს და რაღაცები თავზე დაიმხოს. თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი, სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. ვინ აპატიებს ვანო მერაბიშვილს ან სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ან ვაზაგაშვილის მკვლელობას. სად არის ის ნაძარცვი ქონება, რომელიც ათეულობით მილიონი დოლარი აქვს ვანო მერაბიშვილს წაღებული ადამიანების ჯიბეებიდან. ეს არის "ქართული ოცნების" ორმაგი სტანდარტი, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა გამოდის და ასეთი სიტყვებით საუბრობს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილი. 

დღის ამბები