26 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ - სხდომას ბოიკოტის გამო საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.

სხდომას ბოიკოტის გამო საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება, შესაბამისად, ივანე მაჭავარიანი უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

"სამწუხაროდ ფინანსთა მინისტრმა თავი ვერ გაართვა იმ გამოწვევას, რაც არის აზარტულ თამაშებთან და ამ სერვისთან მიმართებაში - კაზინოებთან, ონლაინ კაზინოებთან. ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე არის ამ სერვისების მიმღები და შესაბამისად, მათი ცხოვრება არის გართულებული. 

ფინანსთა მინისტრთან გვაქვს შეკითხვები 100 მილიონიანი დღგ-ს მოპარვასთნ, აუდიტის დასკვნებთან და კორუფციასთნ დაკავშირებით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

"ჩემთვის, როგორც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, პრიორიტეტულია ძალოვანი უწყებების დაფინანსების საკითხი, მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტის ფარდობა საერთო შიდა პროდუქტთან. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა წლებია ნატოს სტანდარტს უკვე იცავს, მაგრამ საფრთხეებიდან გამომდინარე, რისკებიდან გამომდინარე, ცხადია სურვილია, რომ თავდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამის უსაფრთხოების უწყებებს ჰქონდეთ უფრო მეტი დაფინანსება," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები