26 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ფრაქცია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და ითხოვს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანას.

დეპუტატები ქვეყანაში კორუფციის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ და არ ენდობიან შესაბამის ანტიკორუფციულ სტრუქტურებს.

"საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ყველაზე უფრო ეფექტურად ჩავთვალეთ სწორედ რეგლამენტში ცვლილება ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნის მიზნით. მე მგონი, რომ ეს უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური კონსესუსის ნაწილი, იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ხედავს იმას, რომ ფაქტობრივად იცვლება ხელისუფლებები, იცვლება მთავრობები, მაგრამ უცვლელი რჩება პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი. ისინი ხალხს უყურებენ, როგორც წინასაარჩევნო რესურსს," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"სანამ ქვეყანაში ასეთი სახით იქნება კორუპცია, საუბარი იმაზე, რომ განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ადამაინებს ექმნებათ მეტი შემოსავალი თავისი პროფესიული საქმიანობებიდან, არის ზედმეტი. რადგან დღეს სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სენ უნდფა ეცადო იყო არა პროფესიონალი, არამედ უნდა ეცადო რომ იყო ვიღაც კორუმპირებული ჩინვნიკის ახლობელი," - გაანცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.

დღის ამბები