26 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო - შეტაკებები ინტენსიურია

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო - ამის შესახებ მედია წერს. ამავე ცნობით, თურქ სამხედროებთან ერთად სირიის შეიარაღებული ოპოზიცია იბრძვის.

შეტაკებები ინტენსიურია. თავის მხრივ, სამთავრობო არმია და რუსული ავიაცია თავდასხმებს იდლიბიზე ახორციელებენ, სადაც ოპოზიციის ძალების ნაწილია განთავსებული.

მანამდე ერდოღანმა სირიის მთავრობა და რუსეთი საბრძოლო მოქმედებების დაწყების თაობაზე გააფრთხილა.

დღის ამბები