04 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2,247-ს მიაღწია

2,247-ს მიაღწია მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება.

ქვეყანაში გაზრდილია კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობაც - საერთო ჯამში გამოვლენილია ინფიცირების 75 ათასამდე შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდგინდათ სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მოქალაქეებსაც.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსის გამო შეტაკება მოხდა უკრაინაში. ადგილობრივებმა იმ ავტობუსებს დაუშინეს ქვები, რომლებშიც ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა.

დღის ამბები