04 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერების ხსოვნას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

დღეს იუნკერებს იხსენებენ. 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იუნკერებმა სიმამაცე გამოავლინეს და სწორედ მათ მაგალითზე იზრდებიან დღეს კურსანტები.

"არნახული მამაცობა გამოავლინეს, ამ მამაცობის საფუძველი იყო სამშობლოს სიყვარული და იმის განცდა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს. მათი თავგანწირვის მაგალითზე იზრდებიან დღეს ჩვენი კურსანტები," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები