26 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
დადიანების შთამომავალ მიურატებს სოფელ ჭკადუაში მიწის დაკანონება სურთ

დადიანების შთამომავალ მიურატებს სოფელ ჭკადუაში მიწის დაკანონება სურთ. საუბარია რამდენიმე ჰექტარ მიწის ფართობზე, რომლის ნაწილიც, "შატო მუხრანის" მენეჯერის სვეტა ქირიას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ნაწილის მესაკუთრედ კი არავინაა დარეგისტრირებული.

როგორც ალან და ვერონიკა მიურატები ამბობენ, მათ ამ ადგილის ტურისტულად განვითარება სურთ, ამისთვის კი სჭირდებათ, რომ მიწა, რომელიც მიურატების თქმით, მათი მემკვიდრეობაა, ოფიციალურად ეკუთვნოდეთ.

როგორც მიურატებმა აღნიშნეს, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ მიმართეს და საქართველოს პრეზიდენტსაც ესაუბრნენ, თუმცა მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცესი ჭიანურდება.

"ეს სასახლე სამეგრელოს ისტორიაა. სოფელში ძალიან ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს აქაურობა. გვინდა გავარემონტოთ აქაურობა, გავაშენოთ ვენახი. აქედან ყველაზე ლამაზი პეიზაჟებია აფხაზეთის, სვანეთის," - თქვა პრინცესა ვერონიკამ.

მიურატები  მე-18 საუკუნეში აშენებულ სახლში, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობენ.

დღის ამბები