26 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - შსს-ს ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული, "მეტადონის" შემცველი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები