04 მაისი 2024,   13:23
ვრცლად
"ხელისუფლებამ წაახალისა კორუფცია და ნეპოტიზმი" - ბორჯომელი მაღალჩინოსნების დაკავებას ადგილობრივი ოპოზიცია ეხმაურება

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის და მერის დაკავებას ადგილობრივი ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კორუფციის ფაქტები რეგიონებში ხშირია და აქ მთავარი არა კონკრეტული მაღალჩინოსნების დანაშაული, არამედ მთლიანად ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკაა.

"წინა წლებსაც რომ გადახედოს ხელისუფლებამ თუნდაც ბორჯომში, თავიანთი წარმომადგენლების კორუფციულ მოღვაწეობაზე, ბევრ ვინმესთან მივალთ. ჩემი აზრით ეს არის ხელის შეხოცვა და თავიანთი საქმიანობის დაფარვა,"- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ევროპული საქართველოდან" ბაქარ შირაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" ვახტანგ ქვათაძის განცხადებით, კორუფცია და ნეპოტიზმი თავად ხელისუფლებამ წაახალისა:

ამ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან ქვეყნის მასშტაბით წაახალისა კორუფცია, ნეპოტიზმი და შესაბამისად ქვეყანაში ჩინოვნიკებს, საჯარო მოხელეებს ყველა დონეზე გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა,- აღნიშნა ვახტანგ ქვათაძემ.

დღის ამბები