04 მაისი 2024,   17:54
ვრცლად
თუ წარმატება იქნება მიღწეული, ეს იქნება ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში ცვლილებები ხორციელდება - ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა დღეს ოპოზიციას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და დიალოგი გააგრძელონ.

"მოლაპარაკების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვფიქრობ არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს მოიძებნოს კომპრომისი. საბოლოოდ კიდევ ვიტყვი, რომ თუ დიალოგის პროცესში იქნება წარმატება მიღწეული, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს მხრიდან ევროპელი და  საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

კვლავ უცნობია, როდის გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. უმრავლესობის წინადადება პროპორციულისა და მაჟორიტარული მანდატების 110/40-ზე შეფარდება და მთავრობის ჩამოყალიბებაზე პარტიებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებაა. რაც შეეხება ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები 130/20 ზე შეფარდებას და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები