04 მაისი 2024,   01:20
ვრცლად
თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავს სამი ტურისტი ემსხვერპლა

თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "კურიერის" ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი ტურისტი, ორი მათგანის მდგომარეობა კი სტაბილურია. გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც, სავარაუდოდ, ესპანეთის მოქალაქეები არიან.

მძიმედ დაშავებული ტურისტი მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ წუთებში მაშველები თეთნულდიდან ზვავში მოყოლილი ცხედრების ამოყვანას ცდილობენ.

შემთხვევა თეთნულდზე დღეს მოხდა. 

დღის ამბები